воскресенье, 19 июня 2016 г.

ტრენინგის ანგარიში რეფლექსია
       intel-ის ანგარიში
ტრენინგის დაწყება და დამთავრება
1. ტრენინგის შესახებ
ტრენინგის დასახელება;ინტელის ძირითადი კურსი“  პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია;  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-საქართველოსგანათლებისა დამეცნიერების სამინისტრო.
ტრენინგისჩატარებისადგილი;ქვემო ქართლიწალკის მუნიციპალიტეტი 2 საჯარო სკოლა.
ტრენინგის ხანგრძლივობა;9 დღე 36 საათი
2 ტრენინგის მიზანი და ამოცანები;პროექტების სწავლების მიზანია აქტივობების დაკავშირება ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
·         ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის  დაგეგმვა.
·         პროექტის გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად.
·         რეფლექსია სწავლაზე.
ტრენინგი მოიცავს 8 მოდულს.
მოდული 1 დღე 1-2 პროექტებით სწავლება.
1 მოდულის საკვანძო სიტყვები.
·         როგორ დაეხმარება პროექტები ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
·         როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობებისათვის.
1 მოდულის აქტივობები.
პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა.
·         სტატიის მომზადება პროექტით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა.
·         საპროექტო იდეების გენერიგება.
·         რეფლექსია ჩვენს ბლოგზე.
ტრენინგის პირველი დღე ტრენერმა დაიწყო ვიდეოს ჩვენებით რომელიც პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას ეძღვნებოდა ვიდეო იყო ძალიან შთამბეჭდავი და ინოვაციური.
შემდეგ მოხდა ურთიერთ გაცნობა ჯგუფისწევრებსა და ტრენერს შორის ვისაუბრეთ თუ რომელ საგანს ვასწავლით და რამდენად აქტუალურია ჩვენი საგნისთვის პროექტით სწავლება.შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები.
გავიხსენეთ ტესტური რედაქტორი,word-ი და გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე სადაც მოვათავსებთ ყველა იმ დოკუმენტს, რომელსაც ჩვენი პროექტისათვის შევქმნით.
ტრენინგის მეორე დღეს დავალებად გვქონდა მოგვეფიქრებინასაპროექტო იდეა რომელსაც გავახორციელებდით მემოვიფიქრე პროექტი "ფერმენტების როლი ჩვენს ცხოვრებაში".
გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები ჩვენი ფანტაზიის საშუალებით გვაჩვენა და გვასწავლა ბუკლეტსა და გაზეთზე მუშაობა.
ტრენინგის დღის ბოლოსტრენერმა მოგვცა ბუკლეტები სახლში დასახვეწად, ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ რეფლექსია.
მოდული 2 დღე 3-4 სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
მოდული 2-ის საკვანძო კითხვები.
·         როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვები.
·         როგორ შეიძლება დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება.
2- მოდულის ძირითადი აქტივობები;
·         სტრატეგიის განსაზღვრასასწავლო პროცესისათვის.
·         მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვის.
·         შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა.
·         სასწავლო პროექტისპორთფოლიოს პრეზენტაციების შექმნა.
მეორე მოდულზე გადასვლის შემდეგ გადავხედეთ საგნობრივ სტანდარტს და განვსაზღვრეთ თუ რომელი შედეგის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში.
შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ.
ასევე დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმაზე პროექტზე დაფუძვნებული სწავლებისათვის.
მოდულის ბოლოს გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია, პრეზენტაცია მოიცავს  პროექტის მოკლე აღწერას სამიზნე სტრატეგიებს და მიზნებს. დასრულებული პრეზენტაცია გადავიტანეთ საქაღალდეში, სასწავლო პროექტის გეგმა ავტვირთეთ ბლოგზე.
მოდული 3 დღე 5 კავშირები.
3 მოდულის საკვანძო კითხვები.
·         როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით.
3 მოდულის ძირითადი აქტივობები.
·         შევისწავლეთ და განვიხილეთსაავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.
·         შევქმენით ბიბლიოგრაფია.
·         გავეცანით ინტერნეტ რესურსებს
·         შევაფასეთინტერნეტ რესურსები
·         გავაუმჯობესეთ სასწავლო პროექტის გეგმა
·         გავაკეთეთ რეფლექსია ბლოგზე
ეს საკითხი საინტერესო აღმოჩნდა რადგან მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სხვისი ნამუშევრის პატივისცემა და საავტორო უფლებების გამოყენება ასევე ინტერნეტ რესურსების სწორად გამოყენება . განვიხილეთ ინტერნეტ თანამშრომლებითი სასწავლო რესურსების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მოდული 4 დღე 5 სასწავლო ნიმუშების შექმნა.
·         რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინის გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
·         პროექტზე მუშაობისას როგორ უზრუნველყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა.
4 მოდულის ძირითადი აქტივობები
·         მონაწილეები შექმნიან და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომის სავარაუდო ნიმუშებს პრეზენტაციებს პუბლიკაციებს და ბლოგებს
·         პროექტის გეგმებში შეიტანენ საჭირო ცვლილებებს
·         გააკეთებენ რეფლექსიას
მეორე მოდულზე დავიწყეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის მომზადებაზე მუშაობა.
მოსწავლეთა თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება განსაზღვრო რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს.
მოდული 5დღე 6 მოსწავლეთა პროექტების შეფასება.
მოდულის მთავარი კითხვა
·         როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად  სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლის სწავლების ხელშეწყობის მიზნით.
·         მოდულის ამოცანები.
·         მოდულის განხორციელებაში მონაწილეობა.
·         ერთმანეთს გაუზიარებთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ვერსიებს.
·         დავხვეწავთშეფასების გეგმებს
·         შევქმნით შეფასების ფორმებს
·         ცვლილებებს შევიტანთ პროექტის გეგმაში
·         გავაკეთებთ რეფლექსიას ბლოგზე
ეს დღე ვიმუშავეთ ვორდში კომენტარების დაწერაზე ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება .უკვე ვისწავლე ჩემი პროექტისჩანართების გაკეთება გავაკეთე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბლიკა და შევინახე საქახალდეში, გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე.
მოდული 6 დღე 7 დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის
მოდულის საკვანძო კითხვა
·         როგორ დავაკმაყოფილოდ მოსწავლეთა  განსხვავებულისაჭიროებები
·         როგორ შეუწყოთ ხელი ჩვენს მოსწავლეებს, რომ ისინი მასწავლებლად იქცენ
·         მოდულის განმავლობაში მონაწილეები
·         ერთმანეთს გაუზიარებთ სავარაუდო მასრომებს და რუბრიკებს
·         მოვძებნით დოკუმენტირებული სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლეთათვის
·         შევქმნიტ დამატებით მასალებს მოსწავლეთა გეზის მისაცემათ
·         გავაკეთებ რეფლექსიას ბოგზე
დღევანდელ დღეს შევქმენით მოსწავლეთა დამმხმარე რესურსი
გავაკეთეთ მოსწავლეთა თვით შეფასების ნიმუში ტრენერმა გაგვაცნო სწავლის სტილისა და მრავალ მხრივი ინტელექტის თეორია გვაჩვენა საინტერესო პრეზენტაცია.
მოდული 7 დღე 8 პასილიტაცია ტექნოლოგიებით
მოდულის საკვანძო კიტხვები
·         როგორ გაუწიო კლას ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში
·         როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუნჯობესებლად.
მოდულის ამოცანები
·         როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის ტექნიკა
·         შევქმნით პრეზენტაციებს
·         მოდიფიცირებას გაუკეთებთ სასწავლო პროცესის გეგმას
·         შევქმნით მასალებს
·         გავაკეთებთ რეფლექსიას ნასწავლ მასალაზე
მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების შემთხვევაში ფასაილიტატორის რესურს ისე უკეთებს მასწავლებელი ორგანიზებას, რომ სწორი მიმართულება მიცეს მოსწავლეებს.
·         სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი  რაც შევქმენით ამ ტრენინგის მანზილზე.
·         ვიმუშავეთ ბლოგებზე და გავაკეთეთ რეფლექსია.
·         მოდული 8 დრე 9 სასწავლო პროექტის პორტპოლის ჩვენება
·         მოდულის საკვანძო კითხვები
·         როგორ წარმოვადგინო და მოვამზადო ცემი ნამუსევრები ეფექტურად
·         როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუ კავსირი
·         მოდულის ამოცანები მოამზადონ და წარმოადგინონ სასწავლო პროექტის პორთპოლიო შეაფასონ ინტელის ზირითადი კურსი
ინტელის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთეთ რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაქბისას.
რეფლექსია.
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ბევრი აქტივობა ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზე, ბროშურაზე, შაბლონებზე მუშაობა. დავხვეწე ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგზე მუშაობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში, ვაპირებ აქტიურად ვიმუშაო მოსწავლეებთან აღნიშნულ საკითხებზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო ინტერესი მოსწავლეებში სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემს მიერ შეძენილი ცოდნის გაზიარებას, კონსულტაციის სახით დავარწმუნებ რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.








суббота, 18 июня 2016 г.

ტრენინგის 8-ე დღე იყო ძალიან ნაყოფიერი დავწერეთ ჩვენი პროექტის მოკლე მონახაზი შევქმენით ჩვენი საქაღალდე და ჩავალაგეთ ჩვენი დოკუმენტები .
მადლობა ტრენერს.

суббота, 28 мая 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე იყო ნაყოფიერი. გავეცანით. შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ თითოეული სტრატეგია მთავარი ვისწავლე პროექტის გეგმის შედგენა რომელსაც ყოველთვის არასწორად ვაკეთებდი დიდი მადლობა ტრენერს კარგად გავიგე.

воскресенье, 8 мая 2016 г.

ტრენინგის მეორე დღეც იყო ძალიან ნაყოფიერი ჩვენ გავეცანით სხვადასხვა აკტივობებს.
გავეცანითსასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვას პროექტების სწავლების მეთოდიკას.
შევქმენით საქაღალდე სადაც განვათავსეთ საჭირო დოკუმენტაცია.
გვყვავს ძალიან კარგი ტრენერი და დარჭმუნებული ვარ ბევრ ახალ რამეს გავივლი

суббота, 7 мая 2016 г.

ტრენინგის პირველი დღე იყო შედეგიანი განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვიმუშაოდ ბავშვებთან ინტერის ძირითადი კურსით პროექტების სწავლებისას. საინტერესო იყო აგრეთვე ვიდეო რგოლი თუ როგორ განახორციელეს ბავშვებმა პროექტი.                                                                                                                                                     საინტერესოა როგორ გაგრძელდება რადგან ბევრი საინტერესო რამ გვაქვს შესასწავლი.